SMART Education HUB ეხმარება პროფესიონალებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, კარიერის ცვლილებაში და მათ ახალი კომპეტენციებით უზრუნველყოფს. მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ინსტრუმენტების,low-code-ის სერვისების, ხელოვნური ინტელექტისა და Microsoft-ის ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩვენ ვაკვირდებოდით ბაზარს დაარჩევანი SMART business-ზე შევაჩერეთ, რადგან მათ გუნდს აქვს ექსპერტიზა და მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნისა და ინდუსტრიისთვის ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და ლოკალიზაციაში. კომპანიას სიღრმისეულად ესმის საბანკო სეგმენტის სპეციფიკა, რამაც საშუალება მოგვცა, გვეპოვა მრავალი შეხების წერტილი და მყისიერად გვესაუბრა ერთსა და იმავე ბიზნეს ენაზე. ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი პარტნიორის და SMART HCM & LMS-ის არჩევისას თანამედროვე HR ეკოსისტემის შესაქმნელად.

"რატომ ავირჩიეთ SMART business? პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ რაიმე დათქმა ჩვენი ბიზნეს პროცესების ორგანიზების მოთხოვნასთან დაკავშირებით მრავალი ქვეყნის იურისდიქციის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესობა ჩვეულებრივ 1-2 ქვეყნის ლოკალიზაციით შემოიფარგლება.
დღეს, პროექტის დასრულების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ SMART business-მა გაამართლა ჩვენი მოლოდინი და გახდა ჩვენი საიმედო პარტნიორი პროექტში, რომელმაც სრული კონტროლი აიღო მის იმპლემეტაციაზე.
ასევე, თანამშრომლობის დროს აღმოვაჩინეთ გენერალური პარტნიორის სხვა უპირატესობებიც. თითოეული მოთხოვნისთვის ჩვენ ყოველთვის ვიღებდით მინიმუმ ორ გამოსავალს და ამავდროულად, ჩვენთან ყოველთვის ყურადღებით განიხილებოდა თითოეული ვარიანტის უპირატესობები და შეზღუდვები. ასევე, ჩვენი ბიუჯეტის მოთხოვნების მკაცრი დაცვა და პარტნიორებთან ანგარიშსწორების შესახებ გამჭვირვალე ანგარიშგება.
და ბოლოს, SMART business-თან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობად გუნდის მდიდარ გამოცდილებასა და ჭეშმარიტად შესანიშნავ მხარდაჭერას მივიჩნევთ იმპლემენტაციის ყველა ეტაპზე."

დროთა განმავლობაში შპს სონივა ჯორჯია-ს განვითარების და ზრდის სწრაფმა ტემპმა, კომპანიის მენეჯმენტი დააფიქრა თანამედროვე ღურუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული ერთიანი მართვის ERP სისტემის იმპლემენტაციაზე, კომპანიის ყველა დეპარტამენტში.
ქართულ ბაზარზე მოძიების შემდეგ არჩევანი შევაჩერეთ Microsoft Bussines central-ზე, რომელიც აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას რომელიც კომპანიის წინაშე იდგა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშნველოვანი იყო, რომ სისტემა ღია ყოფილიყო კომპანიის დამატებითი მოთხოვნების დეველოპმენტის გზით გადაჭრის მიმართ. SMART business Georgia-ს გუნდთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ სისტემის როგორც ძირითადი მოდულის ასევე რითეილ მიმართულების მენეჯმენტის სისტემის LS Retail-ის იმპლემენტაცია. უკვე დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ სისტემის ეფექტური იმპლემენტაციით მივიღეთ კიდევ უფრო შემცირებული კლიენტთა მომსახურების დრო და თანამშრომლების მუშაობის გაზრდილი ეფექტურობა.
გაციფრულების პროცესი Ecosoft-ის გერმანიაში გაყიდვების ოფისთან ერთად დავიწყეთ. საკითხი ეხებოდა ERP სისტემის ევროპული სტანდარტების შესაბამისად, გერმანულ ენაზე დანერგვას ლოკალური ოფისის თანამშრომლებთან ერთად. ჩვენს იმპლემენტაციის პარტნიორთან, SMART business-თან ერთად, სწრაფად და წარმატებით განვახორციელეთ ეს გადასვლა.

ჩვენ ვეძებდით პლატფორმას, რომელიც მაქსიმალურად გაზრდიდა პარტნიორებთან ურთიერთქმედების ავტომატიზაციას, უზრუნველყოფდა ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მათ სისტემებთან მუშაობის ახალი ინსტრუმენტების შემუშავებისთვის დაუზრუნველყოფდა ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი პროექტი გარკვეულ გამოწვევებსა და მოულოდნელ სირთულეებს უკავშირდება. თუმცა SMART business-ის გუნდის ექსპერტების მხარდაჭერა ყოველთვის დროული— და რაც მთავარია, ეფექტური იყო. იმპლემენტაცია ვადაზე სამი დღით ადრე დავასრულე, რაც ცხადია, დიდი წარმატებაა.

კომპანია PSP-ს აქვს 2 საწყობი საქართველოში. ერთი მათგანი თბილისში მდებარეობს და დაახლოებით 15000 მ2-ის მოცულობისაა, ხოლო მეორე ქუთაისში, რომლის ფართობიც 2000 მ2-ია. სისტემის დანერგვისას მნიშვნელოვანი იყო დაახლოებით 25000 დასახელების მედიკამენტის განთავსება შესაბამის უჯრებზე და მათთვის უნიკალური შტრიხკოდების მინიჭება, რათა სისტემას სცოდნოდა მედიკამენტების ლოკაცია, ვადა და სერიის ნომერი. მონაცემების გასწორების პარალელურად ყველაზე დიდი გამოწვევა იყო საწყობის მუშაობის უზრუნველყოფა შეფერხების გარეშე. დანერგვის პარალელურად არ უნდა შეფერხებულიყო საწყობის ფუნქციონირება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო 300-მდე აფთიაქის და პარტნიორი კომპანიების პროდუქტებით უწყვეტი და დროული მომარაგება.

ჩვენ ვეძებდით ვენდორს, რომელიც არა მხოლოდ დანერგავდა სისტემას, არამედ მოარგებდა მას ჩვენს საჭიროებებზე და უზრუნველყოფდა გრძელვადიან მხარდაჭერას მთელი პარტნიორობის განმავლობაში. გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს ფართო ფუნქციონალი, მაგრამ ეს პირველი კლასის მანქანას ყიდვას ჰგავს – თუ თქვენს ქვეყანაში არ არის ოფიციალური სერვისცენტრი, პირველივე ხარვეზის შემთხვევაში ის გამოუსადეგარი გარხდება. SMART business-მა, როგორც Microsoft-ის პარტნიორმა, დააკმაყოფილა ჩვენი ყველა მოთხოვნა და დაგვეხმარა ინტეგრაციის განხორციელებაში, ჩვენი საჭიროებების გათვალისწინებით.

ციფრული გადაწყვეტილების დანერგვის მიზანი არ იყო არსებული სამუშაო პროცესების სრული რეორგანიზაცია, რადგან ის წლების განმავლობაში ეფექტური და შედეგიანი იყო. მიზანი იყო მანუალური ოპერაციების ციფრულ გარემოში გადატანა, მონაცემთა კონსოლიდაციისთვის სივრცის შექმნა, არსებული ბიზნესპროცესების გაძლიერება, მომხმარებელთა ჩართულობის ძირითადი ეტაპების ავტომატიზაცია, გუნდების ოპერაციული დატვირთვის შემცირება და სწრაფი ზრდის ფონზე ბიზნესის უპრობლემო მასშტაბირების უზრუნველყოფა. სწორედ ამას მივაღწიეთ Dynamics 365 Sales-ის გადაწყვეტილებით.
ამ ხელსაწყოთი ჩვენ მივიღეთ ყველა ის ფუნქცია, რაც გვაკლდა. და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია მოვარგოთ ის ჩვენს საჭიროებებს და სრულად ვინტეგრირდეთ Microsoft-ის პროდუქტებთან. ადრე ჩვენ გვიწევდა ანგარიშების ხელით ამოღება, მაგრამ ახლა თქვენ ხსნით Power BI-ს და იღებთ ონლაინ მონაცემებს დეშბორდების სახით. ამავდროულად, SMART Sales არც თუ ისე რთული აღმოჩნდა გაყიდვების მენეჯრებისა და და ახალი თანამშრომლებისთვი

პროექტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო ერთიანი ინტეგრირებული პლატფორმის საჭიროება, რომელიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 500 თანამშრომელს დააკავშირებდა. Microsoft 365-ზე დაფუძნებული SmartPoint Intranet ჩვენი შიდა შესყიდვების პროცესის შედეგად შევარჩიეთ, რომელიც ითვალისწინებდა SMART business-ის ექსპერტიზას კორპორატიული გადაწყვეტილებების დანერგვაში და ჩვენს ნდობას Microsoft-ის ტექნოლოგიების მიმართ.

იმისათვის, რომ ვიყოთ სხვებისთვის ინოვაციის წყარო, გვჭირდება მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა და გაუმჯობესება. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ თანამედროვე გადაწყვეტილებებს კომპანიაში სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის, კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და გუნდის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. SmartPoint Intranet-ის გადაწყვეტილებით, ჩვენმა კომპანიამ უნივერსალური ინსტრუმენტი მიიღო, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაკავშიროთ, გადავხედოთ და შევისწავლოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკა, ინსტრუქციები და სხვა კორპორატიული ინფორმაცია ერთ ადგილას. გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ონბორდინგის ეფექტურობა და შეუმსუბუქა ჩვენი HR სპეციალისტების დატვირთვა.
SmartPoint Intranet ჩვენთვის მაღალი ხარისხის ვიზუალური და ფუნქციური კომპონენტების ჰარმონიულ კომბინაციად იქცა. განახლებული პორტალი მნიშვნელოვნად აჩქარებს ყოველდღიურ პროცესებს. მაგალითად, პორტალზე არსებულ კოლეგასთან დასაკავშირებლად, არ მჭირდება სხვადასხვა ჩანართებს შორის გადართვა: საკმარისია ერთხელ დააწკაპუნო წერილს წერის ან საუბრის დასაწყებად, ერთიანი ციფრული გარემოს ფარგლებში.